суббота, 26 марта 2011 г.

ელექტროგიტარა


ელექტრო გიტარა - გიტარის სახეობა, რომელიც გარდაქმნის სიმების რხევას ელექტრო დენად და დინამიკების მეშვეობით გამოსცემს ხმას.

XX საუკუნეში, მაშინ, როცა გაჩნდა ხმის გაძლიერებისა და დამუშავების ტექნოლოგიები, შეიქმნა ახალი ტიპის გიტარა - ელექტროგიტარა. 1938 წელს ჯორჯ ბოშარისა და ადოლფ რეკენბეკერის მიერ დაპატენტებული იქნა პირველი ელექტროგიტარა მაგნიტური ხმის ამღებითა და მეტალის კორპუსით (ე.წ. ”ტაფა”). 1950-იანი წლების დასაწყისში ამერიკელი ინჟინერ-მეწარმე ლეო ფენდერი და ინჟინერ-მუსიკოსი ლეს პოლი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იგონებენ ელექტრონულ გიტარას მასიური ხისაგან. მათ მიერ გამოგონილი კონსტრუქცია დღემდე შემონახულია.

ელექტრო გიტარების მწარმოებელ ერთერთ უმსხვილეს კომპანიად ითვლება "გიბსონი" ("Gibson Guitar Corporation"), რომელიც უშვებს ელექტრო გიტარების ბევრ სახეობას, მათ შორის ყველაზე პოპულარულია "Gibson les paul", "Gibson flying V", "Gibson Explorer" და "Gibson Double-necked".

demi lovato Autobiography


დემეტრია დევონ ლოვატო (ინგლ. Demetria Devonne Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992, დალასი,ტეხასი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, დაიბადა პატრიკ და დიანა ლოვატოს ოჯახში. დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა. 2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშო სერიალში «ბერნი და მისი მეგობრები»,7 წლის ასაკში,სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომეზი,ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამაში» (2009). 2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა.2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალ «ციხიდან გაქცევაში».სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში Camp Rock/«როკი საზაფხულო ბანაკში» მიჩი ტორესის როლზე (2008).2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში «Sonny with a Chance». 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში «გრეის ანატომია».

თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This Is Me). (Don't Forget), და ა.შ. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით «Don’t Forget». პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში.2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი «Here We Go Again» რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 –ში გაყიდვების რაოდენობით,გაიყიდა 108,000 კოპია ასევე პირველ კვირაში.

ელექტრო მუსიკა


ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.

როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

пятница, 25 марта 2011 г.

პლაზმური ეკრანი


პლაზმური ეკრანი ორ მინისებრ ზედაპირს შორის მოთავსეულ აირებით სავსე ბადის მატრიცას წარმოადგენს. აირად, ჩვეულებრივ, გამოიყენება ნეონი, ქსენონი ან არგონი. აირების განმუხტვა ეკრანის წინა მხარეს გამჭვირვალე ელექტროდებით, ხოლო უკანა მხრეს მიმღები ელექტროდებით ხდება. აირის განმუხტვა ულტრაიისფერ გამოსხივებას იწვევს, რომელიც თავის მხრივ, ლუმინოფორის ხილულ ნათებას უზრუნველყოფს. ფერად პლაზმურ პანელებში ეკრანის ყოველი პიქსელი სამი ერთნაირი მიკროსკოპული ფოსოსგან შედგება, რომლებიც ინერტულ აირს (ქსენონს) შეიცავს და უკნიდან და წინიდან ორი ელექტროდი გააჩნია. მას მერე, რაც ელექტროდებზე დიდი ძაბვა იმოქმედებს, პლაზმა გადაადგილებას იწყებს. ამასთან, პლაზმა ულტრაიისფერ შუქს გამოასხივებს, რომელიც ყოველი პიქსელის (წერტილის) ქვედა ფოსოს ლუმინოფორს ეცემა. ლუმინოფორები ასხივებენ ძირითადი ფერებიდან ერთ-ერთს: წითელს ლურჯს ან მწვანეს. ამის შემდეგ ფერადი შუქი გამოდის მინის გარეთ და მაყურებლის თვალს ხვდება. ამგრიგად, პლაზმურ ტექნოლოგიებში პიქსელები ისევე მუშაობენ, როგორც ლუმინესცენტური მილაკები, მაგრამ, ამათგან ეკრანის შექმნა ერთობ პრობლემატურია.
პირველი სირთულე — პიქსელის ზომა. სუბ-პიქსელის მოცულობა 200 მკმ x 200 მკმ x 100 მკმ-ია, ეკრანზე კი ერთი-ერთზე რამდენიმე მილიონი პიქსელის განთავსებაა საჭირო.
მეორე სირთულე — წინა ელექტროდი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნისათვის გამოიყენება ინდიუმისა და კალის ოქსიდი, რადგან იგი დენსაც ატარებს და გამჭვირვალეც არის. სამწუხაროდ, პლაზმური ეკრანები ხანდახან იმდენად დიდია, ხოლო ოქსიდის ფენა იმდენად თხელი, რომ გამტარების წინააღობაზე დიდი დენის გაპარებისას ძაბვის დაცემა ხდება, რაც სიგნალებს მეტად ამცირებს და ამახინჯებს. ამიტომ, ქრომის შუალედური შემაერთებელი გამტარების ჩაყოლება ხდება საჭირო — იგი დენს გაცილებით უკეთ ატარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამჭვირვალე არ არის.

საბოლოოდ, საჭიროა სწორი ლუმინოფორების შერჩევა. ისინი საჭირო ფერზე არიან დამოკიდებულნი.
მწვანე: Zn2SiO4:Mn2+ / BaAl12O19:Mn2+
წითელი: Y2O3:Eu3+ / Y0,65Gd0,35BO3:Eu3
ლურჯი: BaMgAl10O17:Eu2+

ეს სამი ლუმინოფორი იძლევა მწვანისათვის: 510 და 525 ნმ , წითლისათვის — 610 ნმ და ლურჯისათვის 450 ნმ ტალღის სიგრძის სინათლეს.
ბოლო პრობლემაა პიქსელთა ადრესაცია, რადგან, სასურველი ელფერის მისაღებად ფერის ინტენსივობის ცვლაა აუცილებელი სამივე სუბ-პიქსელისთვის სათითაოდ. პლაზმური ეკრანის გარჩევადობა 1280x768 პიქსელზე დაახლოებით სამ მილიონ სუბ-პიქსელს მოიცავს, რაც ექვს მილიონ ელექტროდს იძლევა. სუბ-პიქსელების დამოუკიდებელი მართვისათვის ექვსი მილიონი არხის გაყვანა შეუძლებელია, ამიტომ, არხების მულტიპლექსირებას მიმართავენ. წინა არხებს, ჩვეულებრივ, ერთიან ჰორიზონტალურ ხაზებად აწყობენ, უკანა არხებს კი ვერტიკალურ ხაზებად. პლაზმურ პანელში ჩაყენებული ელექტრონიკა არხების მატრიცის დახმარებით ირჩევს იმ პიქსელს, პანელზე რომლის ანთებაცაა საჭირო. ოპერაცია საკმაოდ სწრაფად ხდება, ამიტომ, მომხმარებელი ვერაფერს ამჩნევს — ისევე როგორც ელტ-მონიტორებზე სხივით დასკანირებისას.

მობილური ტელეფონი


მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე "ბელ ლამორატორიეს"-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, "Motorola"–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.

3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა"

რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ...

ტელეფონი



ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა.

კომპიუტერი

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.