суббота, 26 марта 2011 г.

ელექტროგიტარა


ელექტრო გიტარა - გიტარის სახეობა, რომელიც გარდაქმნის სიმების რხევას ელექტრო დენად და დინამიკების მეშვეობით გამოსცემს ხმას.

XX საუკუნეში, მაშინ, როცა გაჩნდა ხმის გაძლიერებისა და დამუშავების ტექნოლოგიები, შეიქმნა ახალი ტიპის გიტარა - ელექტროგიტარა. 1938 წელს ჯორჯ ბოშარისა და ადოლფ რეკენბეკერის მიერ დაპატენტებული იქნა პირველი ელექტროგიტარა მაგნიტური ხმის ამღებითა და მეტალის კორპუსით (ე.წ. ”ტაფა”). 1950-იანი წლების დასაწყისში ამერიკელი ინჟინერ-მეწარმე ლეო ფენდერი და ინჟინერ-მუსიკოსი ლეს პოლი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იგონებენ ელექტრონულ გიტარას მასიური ხისაგან. მათ მიერ გამოგონილი კონსტრუქცია დღემდე შემონახულია.

ელექტრო გიტარების მწარმოებელ ერთერთ უმსხვილეს კომპანიად ითვლება "გიბსონი" ("Gibson Guitar Corporation"), რომელიც უშვებს ელექტრო გიტარების ბევრ სახეობას, მათ შორის ყველაზე პოპულარულია "Gibson les paul", "Gibson flying V", "Gibson Explorer" და "Gibson Double-necked".

demi lovato Autobiography


დემეტრია დევონ ლოვატო (ინგლ. Demetria Devonne Lovato; დ. 20 აგვისტო, 1992, დალასი,ტეხასი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, დაიბადა პატრიკ და დიანა ლოვატოს ოჯახში. დემის აქვს ესპანური და ირლანდიური ფესვები. მისი მამა განქორწინების შემდეგ მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად. მას ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქალიშვილს იშვიათად ხედავდა. 2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშო სერიალში «ბერნი და მისი მეგობრები»,7 წლის ასაკში,სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომეზი,ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმ «პრინცესას დაცვის პროგრამაში» (2009). 2002 წელს გოგონა დინეის სახე გახდა.2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალ «ციხიდან გაქცევაში».სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში Camp Rock/«როკი საზაფხულო ბანაკში» მიჩი ტორესის როლზე (2008).2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში «Sonny with a Chance». 2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში «გრეის ანატომია».

თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This Is Me). (Don't Forget), და ა.შ. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით «Don’t Forget». პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას კოპიაზე მეტი, და ალბომი Billboard 200–ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში.2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი «Here We Go Again» რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200 –ში გაყიდვების რაოდენობით,გაიყიდა 108,000 კოპია ასევე პირველ კვირაში.

ელექტრო მუსიკა


ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.

როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

пятница, 25 марта 2011 г.

პლაზმური ეკრანი


პლაზმური ეკრანი ორ მინისებრ ზედაპირს შორის მოთავსეულ აირებით სავსე ბადის მატრიცას წარმოადგენს. აირად, ჩვეულებრივ, გამოიყენება ნეონი, ქსენონი ან არგონი. აირების განმუხტვა ეკრანის წინა მხარეს გამჭვირვალე ელექტროდებით, ხოლო უკანა მხრეს მიმღები ელექტროდებით ხდება. აირის განმუხტვა ულტრაიისფერ გამოსხივებას იწვევს, რომელიც თავის მხრივ, ლუმინოფორის ხილულ ნათებას უზრუნველყოფს. ფერად პლაზმურ პანელებში ეკრანის ყოველი პიქსელი სამი ერთნაირი მიკროსკოპული ფოსოსგან შედგება, რომლებიც ინერტულ აირს (ქსენონს) შეიცავს და უკნიდან და წინიდან ორი ელექტროდი გააჩნია. მას მერე, რაც ელექტროდებზე დიდი ძაბვა იმოქმედებს, პლაზმა გადაადგილებას იწყებს. ამასთან, პლაზმა ულტრაიისფერ შუქს გამოასხივებს, რომელიც ყოველი პიქსელის (წერტილის) ქვედა ფოსოს ლუმინოფორს ეცემა. ლუმინოფორები ასხივებენ ძირითადი ფერებიდან ერთ-ერთს: წითელს ლურჯს ან მწვანეს. ამის შემდეგ ფერადი შუქი გამოდის მინის გარეთ და მაყურებლის თვალს ხვდება. ამგრიგად, პლაზმურ ტექნოლოგიებში პიქსელები ისევე მუშაობენ, როგორც ლუმინესცენტური მილაკები, მაგრამ, ამათგან ეკრანის შექმნა ერთობ პრობლემატურია.
პირველი სირთულე — პიქსელის ზომა. სუბ-პიქსელის მოცულობა 200 მკმ x 200 მკმ x 100 მკმ-ია, ეკრანზე კი ერთი-ერთზე რამდენიმე მილიონი პიქსელის განთავსებაა საჭირო.
მეორე სირთულე — წინა ელექტროდი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნისათვის გამოიყენება ინდიუმისა და კალის ოქსიდი, რადგან იგი დენსაც ატარებს და გამჭვირვალეც არის. სამწუხაროდ, პლაზმური ეკრანები ხანდახან იმდენად დიდია, ხოლო ოქსიდის ფენა იმდენად თხელი, რომ გამტარების წინააღობაზე დიდი დენის გაპარებისას ძაბვის დაცემა ხდება, რაც სიგნალებს მეტად ამცირებს და ამახინჯებს. ამიტომ, ქრომის შუალედური შემაერთებელი გამტარების ჩაყოლება ხდება საჭირო — იგი დენს გაცილებით უკეთ ატარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამჭვირვალე არ არის.

საბოლოოდ, საჭიროა სწორი ლუმინოფორების შერჩევა. ისინი საჭირო ფერზე არიან დამოკიდებულნი.
მწვანე: Zn2SiO4:Mn2+ / BaAl12O19:Mn2+
წითელი: Y2O3:Eu3+ / Y0,65Gd0,35BO3:Eu3
ლურჯი: BaMgAl10O17:Eu2+

ეს სამი ლუმინოფორი იძლევა მწვანისათვის: 510 და 525 ნმ , წითლისათვის — 610 ნმ და ლურჯისათვის 450 ნმ ტალღის სიგრძის სინათლეს.
ბოლო პრობლემაა პიქსელთა ადრესაცია, რადგან, სასურველი ელფერის მისაღებად ფერის ინტენსივობის ცვლაა აუცილებელი სამივე სუბ-პიქსელისთვის სათითაოდ. პლაზმური ეკრანის გარჩევადობა 1280x768 პიქსელზე დაახლოებით სამ მილიონ სუბ-პიქსელს მოიცავს, რაც ექვს მილიონ ელექტროდს იძლევა. სუბ-პიქსელების დამოუკიდებელი მართვისათვის ექვსი მილიონი არხის გაყვანა შეუძლებელია, ამიტომ, არხების მულტიპლექსირებას მიმართავენ. წინა არხებს, ჩვეულებრივ, ერთიან ჰორიზონტალურ ხაზებად აწყობენ, უკანა არხებს კი ვერტიკალურ ხაზებად. პლაზმურ პანელში ჩაყენებული ელექტრონიკა არხების მატრიცის დახმარებით ირჩევს იმ პიქსელს, პანელზე რომლის ანთებაცაა საჭირო. ოპერაცია საკმაოდ სწრაფად ხდება, ამიტომ, მომხმარებელი ვერაფერს ამჩნევს — ისევე როგორც ელტ-მონიტორებზე სხივით დასკანირებისას.

მობილური ტელეფონი


მობილური ტელეფონის ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე "ბელ ლამორატორიეს"-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, "Motorola"–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.

3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა"

რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ...

ტელეფონი



ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაფან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას. ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს. აბონენტის დროის ეკონომიის მიზნით ფართოდ ინერგება ღილაკებიანი ნომერამკრეფი — ტასტატურიანი ტელეფონის აპარატი. ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა.

კომპიუტერი

კომპიუტერი (ინგლ. computer) ინგლისური სიტყვაა და გამომთვლელს ნიშნავს. ეს არის ელექტრონული გამომთვლელი მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულება ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაა; კომპიუტერი, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანა, ადამიანის ნება-სურვილს, ბრძანებას ემორჩილება. კერძოდ, იგი მუშაობს ადამინაის მიერ წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით. დამუშავებული ინფორმაცია მრავალი სახის შეიძლება იყოს — რიცხვები, ტექსტი, გამოსახულება ან ხმა.

კომპიუტერის დანიშნულება საკმაოდ მრავალმხრივი შეიძლება იყოს. ფაქტობრივად, ესენია უნივერსალური ინფორმაციის გადამმუშავებელი მანქანები. თანამედროვე ელექტრონულ კომპიუტერებს ინფორმაციის გადამუშავების უზარმაზარი სისწრაფე და შესაძლებლობები აქვს ადრეულ ნიმუშებთან შედარებით, და ისინი ყოველწლიურად უფრო და უფრო ძლიერი ხდება.

კომპიუტერი რამდენიმენაირი ფიზიკური ფორმით არსებობს. საწყისი კომპიუტერები დიდი ოთახის ზომის იყო და ასეთი კომპიუტერები დღესაც არსებობს სპეციალიზებული სამეცნიერო გამოთვლებისთვის; მათ სუპერკომპიუტერებს უწოდებენ. მცირე კომპიუტერებს პირადი გამოყენებისთვის პერსონალურ კომპიუტერებს უწოდებენ, ხოლო მათ პორტაბელურ ექვივალენტს კი ნოუთბუქ კომპიუტერებს (ან ლეპტოპს პოპულარულ ხმარებაში); ეს კომპიუტერები ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, როგორც ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის საშუალება და, როგორც წესი, არა-ექსპერტთა უმრავლესობა სწორედ მათ უწოდებს „კომპიუტერს“. თუმცა, კომპიუტერის ყველაზე გავრცელებული ფორმა დღეისთვის ე.წ. ჩაშენებული კომპიუტერია — მცირე ზომის კომპიუტერები, რომელთა მიზანი სხვა რაიმე ხელსაწყოს მართვა ან კონტროლია. თვითმფრინავებიდან დაწყებული მოყვარულთა ციფრული ფოტოკამერით დამთავრებული ყველა ამგვარი ხელსაყწო მათში ჩაშენებული კომპიუტერით იმართება.


miley cyrus Autobiography






მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში. 
კარიერა
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში [7] .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".

მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.

ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".[8].ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.

2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.

მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
მედია
ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი , ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.,ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.

Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად მომღერლად.

2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.

ჯურნალმა Coed–მა შეადგინა 2011 წელს სია 50 ყველაზე მოთხოვნადი სელებრითი ქალბატონი ინტერნეტში და ამ სიაში მაილიმ მე–8 ადგილი დაიკავა.
პირადი ცხოვრება 
2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.

შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა მას შემდეგ მალევე შერიგდნენ.ნოემბრის დასაწყისში კი გაირკვა რომ კვლავ დაშორდნენ.

selena gomez Autobiography


სელენა გომეზი (დ. 22 ივლისი, 1992, ნიუ-იორკი, აშშ,ტეხასი). ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და UNICEF/გაეროს ბავშვთა ფონდისყველაზე ახალგაზრდა ელჩი.
სელენას მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, დედას კი იტალიური ძირი აქვს. სელენას დედა – მენდი ტიფი – წარმატებული მექსიკელი მსახიობია,როდესაც მან სელენა გააჩინა 16 წლის იყო.მისი მამა კი რიკარდო გომეზია, თუმცა სელენა ძალიან პატარა იყო როცა მისი მშობლები გაშორდნენ. შემდეგ კი მენდი დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღესაც სელენას მამინაცვალია.დედამისთან თეატრში რეპეტიციებისთვის თვალის დევნის შემდეგ, სელენამ თქვა, რომ მსახიობობა სურდა და არანაირი სხვა პროფესია არ უნდოდა. დედამ ქალიშვილის თხოვნა გაითვალისწინა და სერიოზულად მიიღო.

უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში "ბერნი და მისი მეგობრები",სელენა აქ გომეჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში ,სადაც ითამაშა თავის მეგობარ დემი ლოვატოსთან ერთად, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.სამსახიობო კარიერა [რედაქტირება]
2004 წელს, როდესაც ის 12 წლის იყო, სელენამ გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ დისნეისპროექტებში, მაგალითად ტელესერიალში "ჰანა მონტანა", როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.
"ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი."
გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.
2008 წელს სელენამ ითმაშა ფილმში "კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე".2009 წელს "პრინცესას დაცვის პროგრამაში",სადაც ასევე დემი ლოვატოსთან ერთად მონაწილეობდა.2007-2010 წლებში სერილში "ჯადოქრები უივერლიდან",რომელმაც ერთ დროს ჰანა მონტანას რეიტინგსაც კი გადაუსწრო.2010 წელს "რამონა&ბიზუსი".ასევე სელენას მალე ვიხილავთ სერიალებში "Monte Carlo" და "What Boys Want"/"რა სურთ ბიჭებს".
Teen choice awards 2009-ზე სელენამ ფილმისთვის "პრინცესას დაცვის პროგრამაში" საუკეთესო ქალი ტელევარსკვლავის პრიზი მოიგო,ხოლო Alma award 2009-ზე კი სერიალისთვის "ჯადოქრები უივერლიდან" საუკეთესო კომედიური მსახიობის პრიზი მოიპოვა და ა.შ

სელენას მუსიკალური წამოწყება კრახით დასრულდა.პირველი სიმღერა Falling down ბილბორდის ცხელ ასეულში 93-ე ადგილზე აღმნოჩნდა[1],შემდეგ 83-ეზე გადმოინაცვლა,მაგრამ მაინც ვერაფერი შედეგია.საბოლოოდ ეს სინგლი საერთოდ გაქრა ჩარტებიდან.სადებიუტო ალბომი Kiss&Tell მოულედნელად ბილბორდ 200-ში მე-9ადგილზე აღმოჩნდა ,მაგრამ 2 კვირაში 25-ეზე გადმოინაცვლა."სტუდიაში ორი წელი ვმუშაობდი,პარალელურად კი ვოკალისა და გიტარის გაკვეთილებზე დავდიოდი",-გული სწყდებოდა სელენას.
თუმცა ამჯერად არის უკვე შედარებით წარმატება მისი სიმღერა Round&round ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე აღმოჩნდა,ასევე რადიო დისნეიში პირველობას არავის უთმობს,ასევე Teen choice awards 2010-ზე სელენამ 4 გამარჯვება მოიპოვა,ამათგან კი ორი მუსიკალური იყო ჯგუფ Selena Gomez & the Scene-თან ერთად.
2009 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი Selena Gomez & the Scene,რომელიც შეგება შემდეგნაირად:
სელენა გომეზი-ვოკალი
ისენ რობერტსი-გიტარა,ვოკალი
ჯოი კლემენტი- ბასი და ვოკალი
გრეგ გარმენი- დასარტყამი ინსტრუმენტები
დეინ ფორესთი - კლავიშებიანი ინსტრუმენტები,ვოკალი

კოკა-კოლას ახალი აქცია

კოკა კოლამ ახალი აქცია გააკეთა.შენ იყიდი ფანტას და კოკაკოლას 2ლიტრიანს ერთ დროულად და გჩუქნიან ჭიქას მაგრამ როგორს :) თხელი ფენის მინის ჭიქას აქვს გადაბმა რომელის მკაფიოდ ჩანს.

იაპონია

რამოდენიმე კვირის წინ მსოფლიო შეირხა.ჩნდება კითხვა რატომ? იმიტომ რომ მსოფლიოს ესთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იაპონია თოთქმის განადგურდა.იაპონიაში მოხდა 8-9 ბალიანი მიწის ძვრა.ამ ყველაფერს ცუნამი მოყვა და რამოდენიმე ქალაქი აღარცაა იაპონიაში.იაპონია გადაადგილდა ამის გამო გეოგრაფებს მოუწევთ მსოფლიო რუკის შეცვალა.იაპნია ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანი უცხადებს სამძიმარს.ახლა კი თქვენ შეაფასეთ მოვლენები: