пятница, 25 марта 2011 г.

პლაზმური ეკრანი


პლაზმური ეკრანი ორ მინისებრ ზედაპირს შორის მოთავსეულ აირებით სავსე ბადის მატრიცას წარმოადგენს. აირად, ჩვეულებრივ, გამოიყენება ნეონი, ქსენონი ან არგონი. აირების განმუხტვა ეკრანის წინა მხარეს გამჭვირვალე ელექტროდებით, ხოლო უკანა მხრეს მიმღები ელექტროდებით ხდება. აირის განმუხტვა ულტრაიისფერ გამოსხივებას იწვევს, რომელიც თავის მხრივ, ლუმინოფორის ხილულ ნათებას უზრუნველყოფს. ფერად პლაზმურ პანელებში ეკრანის ყოველი პიქსელი სამი ერთნაირი მიკროსკოპული ფოსოსგან შედგება, რომლებიც ინერტულ აირს (ქსენონს) შეიცავს და უკნიდან და წინიდან ორი ელექტროდი გააჩნია. მას მერე, რაც ელექტროდებზე დიდი ძაბვა იმოქმედებს, პლაზმა გადაადგილებას იწყებს. ამასთან, პლაზმა ულტრაიისფერ შუქს გამოასხივებს, რომელიც ყოველი პიქსელის (წერტილის) ქვედა ფოსოს ლუმინოფორს ეცემა. ლუმინოფორები ასხივებენ ძირითადი ფერებიდან ერთ-ერთს: წითელს ლურჯს ან მწვანეს. ამის შემდეგ ფერადი შუქი გამოდის მინის გარეთ და მაყურებლის თვალს ხვდება. ამგრიგად, პლაზმურ ტექნოლოგიებში პიქსელები ისევე მუშაობენ, როგორც ლუმინესცენტური მილაკები, მაგრამ, ამათგან ეკრანის შექმნა ერთობ პრობლემატურია.
პირველი სირთულე — პიქსელის ზომა. სუბ-პიქსელის მოცულობა 200 მკმ x 200 მკმ x 100 მკმ-ია, ეკრანზე კი ერთი-ერთზე რამდენიმე მილიონი პიქსელის განთავსებაა საჭირო.
მეორე სირთულე — წინა ელექტროდი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამ მიზნისათვის გამოიყენება ინდიუმისა და კალის ოქსიდი, რადგან იგი დენსაც ატარებს და გამჭვირვალეც არის. სამწუხაროდ, პლაზმური ეკრანები ხანდახან იმდენად დიდია, ხოლო ოქსიდის ფენა იმდენად თხელი, რომ გამტარების წინააღობაზე დიდი დენის გაპარებისას ძაბვის დაცემა ხდება, რაც სიგნალებს მეტად ამცირებს და ამახინჯებს. ამიტომ, ქრომის შუალედური შემაერთებელი გამტარების ჩაყოლება ხდება საჭირო — იგი დენს გაცილებით უკეთ ატარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, გამჭვირვალე არ არის.

საბოლოოდ, საჭიროა სწორი ლუმინოფორების შერჩევა. ისინი საჭირო ფერზე არიან დამოკიდებულნი.
მწვანე: Zn2SiO4:Mn2+ / BaAl12O19:Mn2+
წითელი: Y2O3:Eu3+ / Y0,65Gd0,35BO3:Eu3
ლურჯი: BaMgAl10O17:Eu2+

ეს სამი ლუმინოფორი იძლევა მწვანისათვის: 510 და 525 ნმ , წითლისათვის — 610 ნმ და ლურჯისათვის 450 ნმ ტალღის სიგრძის სინათლეს.
ბოლო პრობლემაა პიქსელთა ადრესაცია, რადგან, სასურველი ელფერის მისაღებად ფერის ინტენსივობის ცვლაა აუცილებელი სამივე სუბ-პიქსელისთვის სათითაოდ. პლაზმური ეკრანის გარჩევადობა 1280x768 პიქსელზე დაახლოებით სამ მილიონ სუბ-პიქსელს მოიცავს, რაც ექვს მილიონ ელექტროდს იძლევა. სუბ-პიქსელების დამოუკიდებელი მართვისათვის ექვსი მილიონი არხის გაყვანა შეუძლებელია, ამიტომ, არხების მულტიპლექსირებას მიმართავენ. წინა არხებს, ჩვეულებრივ, ერთიან ჰორიზონტალურ ხაზებად აწყობენ, უკანა არხებს კი ვერტიკალურ ხაზებად. პლაზმურ პანელში ჩაყენებული ელექტრონიკა არხების მატრიცის დახმარებით ირჩევს იმ პიქსელს, პანელზე რომლის ანთებაცაა საჭირო. ოპერაცია საკმაოდ სწრაფად ხდება, ამიტომ, მომხმარებელი ვერაფერს ამჩნევს — ისევე როგორც ელტ-მონიტორებზე სხივით დასკანირებისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий